საქართველოს
ჰუმანიტარულ-ეკონომიკური
უნივერსიტეტი
დამტკიცებულია უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილია
ხარისხის თავმჯდომარე,
რექტორი, პროფესორი: ალექსანდრე კუჭუხიძე
სასწავლო კურსის დასახელება: კრიმინოლოგია
შემდგენელი: აკადემიური
პროფესორი
შოთა კოზმანაშვილი
კურსის მიზანი და ამოცანები
ეს დისციპლინა სავალდებულოა საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის სამართალ-მცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის. დისციპლინის მიზანია სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას სტუდენტებს კრიმინოლოგიაზე, როგორც სოციალურ სამართლებრივ მეცნიერებაზე, მის წარმოშობასა და განვითარებაზე, მასში შემავალ ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა: დანაშაულობა, დანაშაულის ჩამდენი პიროვნება, დანაშაულის მიზეზები და მისი ჩადენის ხელშემწყობი პირობები; ლაგენტური დანაშაულობა; რეციდივი; ვიქტიმოლოგია; დანაშაულის თავიდან აცილება; არასრულწლოვანთა და მოზარდთა, ქალთა, ეკონომიკური, ორგანიზაციული, პროფესიული, სამხედრო მოსამსახურეთა დანაშაული და სხვ.
დისციპლინის ამოცანაა მისცეს მომავალ იურისტს კრიმინოლოგიური საკითხების ისეთი ცოდნა, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ წარმატებით განახორციელონ პროფესიული საქმიანობა დანაშაულის შესწავლისა და თავიდან აცილების მიზნით.
კრიმინოლ;ოგია თავისი
სპეციფიკიდან
გამომდინარე,
როგორც
კომპლექსური
მეცნიერება,
სტუდენტს
უნვითარებს
იმის
უნარს,
რომ
ამა
თუ
იმ
კონკრეტული
საკითხის
გადაწყვეტას
მიუდგეს
სხვადასხვა
რაკურსით.
აუცილებელი
წინაპირობა:
სტუდენტებს
შესწავლილი
უნდა
ჰქონდეთ
სისხლის
სამართლის
სავალდეულო
კრედიტები:
სისხლის
სამართლის
ზოგადი
ნაწილი,
სისხლის
სამართლის
ზოგადი
ნაწილი
(I და
II); სისხლის
სამართლის
პროცესი.
კურსის
ტიპი:
კურსი არჩევითია, 10 კრედიტიანია. იკითხება სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე ერთ სემესტრიანი მოცულობით. მეცადინეობა მთავრდება გამოცდით.
სწავლების პერიოდში სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები და სემინარული მეცადინეობები. ისინი ვალდებულნი არიან სემესტრის მანძილზე მეცადინეობის პერიოდში შეასრულონ და წარმოადგინონ წერილობითი დავალებები, უპასუხონ კონკრეტულ შეკითხვებზე და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სემინარული მეცადინეობისას გამართულ დებატებში.
თემა 1. კრიმინოლოგიის ცნება, საგანი და სისტემა
კრიმინოლოგია როგორც სოციალურ-სამართლებრივი მეცნიერება. სასწავლო დისციპლინა, დანაშაულთა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების შემსწავლელი დარგი.
კრიმინოლოგია, როგორც ცოდნის დისციპლინათშორისი დარგი. კრიმინოლოგიის ადგილი იურიდიულ მეცნიერებათა სისტემაში. კრიმინოლოგია და სამართლის სხვა დარგები. კრიმინოლოგიის კურსის სისტემა. კურსის განსაკუთრებული ნაწილის კრიმინოლოგიური კლასიფიკაცია თემების მიხედვით. დანაშაულთა სახეების კრიმინოლოგიური დახასიათება. კრიმინოლოგიის ამოცანები და ფუნქციები.
თემა 2. კრიმინოლოგიის განვითარების ისტორია
კრიმინოლოგიური კვლევები ყოფილ საბჭოთა კავშირში. კრომინო-ლოგიის განვითერების ეტაპები.
თანამედროვე პერიოდში ქვეყანაში არსებული კრიმინოლოგიური სამეცნიერო დაწესებულებანი.
კრიმინოლოგია, როგორც იურიდიული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აუცილებელი სასწავლო დისციპლინა.
თემა 3. კრიმინოლოგიური კვლევების მეთოდიკა
კრიმინოლოგიური კვლევების მეთოდიკის ცნება. კრიმინოლოგიური კვლევების მეთოდიკის კომპლექსურობა.
კრიმინოლოგიურ კვლევათა მეთოდების სისტემა.
სისხლის სამართლებრივი სტატისტიკა და მისი როლი დანაშაულობასთან ბრძოლის ორგანიზაციაში.
კრიმინოლოგიური კვლევის ორგანიზაცია. კრიმინოლოგიური კვლევის პროგრამა.
თემა 4. დანაშაულობა
დანაშაულობისა და მისი ნიშნების ცნება. დანაშაულობის სტრუქტურა, დანაშაულობის დინამიკა. დანაშაულობის დონის ცნება, კომპონენტები, დანაშაულის ინდექსი ან კოეფიციენტი.
ლაგენტური დანაშაული.
დანაშაულობა საბჭოთა კავშირში. დანაშაულობა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლამდე და შემდეგ. დანაშაულობა დამოუკიდებელ საქართველოში. დანაშაულობის რეგიონალური თავისებურებანი.
თემა 5. დანაშაულის ჩამდენი პირი
დანაშაულის ჩამდენი პირის ცნება, როგორც დანაშაულებრივი ქცევის მექანიზმის ძირითადი და მნიშვნელოვანი რგოლი. დანაშაულის ჩამდენი პირის შესწავლის კრიმინოლოგიური ასპექტების სპეციფიკა. პიროვნება, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების მატარებლისა და მონაწილის ურთიერთდაკავშირებული ნიშნებისა და თვისების სისტემა.
სოციალურისა და ბიოლოგიურის თანაფარდობა დანაშაულის ჩამდენ პიროვნებაში.
დანაშაულის ჩამდენი პირის სოციალურ-დემოგრაფიული დახასიათება.
დამნაშავეთა კლასიფიკაცია (ტიპოლოგია). ტიპოლოგიის კრიტერიუმები.
თემა 6. კონკრეტული დანაშაულის მიზეზები, პირობები
და მექანიზმი.
კონკრეტული დანაშაულის მიზეზებისა და პირობების ცნება, კონკრეტული დანაშაულის მიზეზებისა და პირობების კლასიფიკაცია.
კონკრეტული დანაშაულის ჩადენის სოციალურ-ფსიქოლოგიური მექანიზმი. პიროვნების მოთხოვნილებები, მისი სასიცოცხლო გეგმები და ინტერესები. კრიმინალური ქცევის მოტივების კლასიფიკაცია. მოტივაციის კონკრეტიზაცია მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებისას. პიროვნების არახელსაყრელი ფორმირების პირობები და მათი როლი დანაშაულის ჩადენაში.
კონკრეტული ცხოვრებისეული სიტუაციის ცნება და როლი დანაშაულის ჩადენის განსაზღვრის ფორმირებასა და რეალიზაციაში.
დანაშაულის სიტუაცია. კრიმინოლოგიური სიტუაციის ელემენტები. კრიმინოლოგიური ვიქტიმოლოგია.
დანაშაულის მიზეზებისა და პირობების ცნება კრიმინოლოგიაში. სოციალურ წინააღმდეგობათა ანალიზი - დანაშაულობის მიზეზების და პირობების კრიმინოგენური კლასიფიკაციის საფუძველი.
სისტემური მიდგომა დანაშაულობის მიზეზების და პირობების კრიმინოგენური კლასიფიკაციის საფუძველი.
სისტემური მიდგომა დანაშაულობის მიზეზებისა და პირობების კვლევისადმი.
დანაშაულობის მიზეზებისა და პირობების კლასიფიკაცია. მიზეზებისა და პირობების განსხვავება და თანაფარდობა დანაშაულობაზე მოქმედების მექანიზმის მიხედვით. დანაშაულობის მიზეზები და პირობები ჩვენი ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. არახელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაციის გავლენა დანაშაულობაზე. სოციალური კონფლიქტები.
დანაშაულობის თავიდან აცილება. დანაშაულობის თავიდან აცილების ღონისძიებათაA კლასიფიკაცია.
საკანონმდებლო ორგანოები და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, როგორც პროფილაქტიკის სუბიექტები. დანაშაულობის თავიდან აცილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართვე;ლობის ორგანოების მიერ. სამართალდამცავი ორგანოები, როგორც დანაშაულობის პროფილაქტიკის სუბიექტი. საზოგადოების როლი პროფილაქტიკაში.
პროგნოზირება და დაგეგმვა.
კრიმინოლოგიური პროგნოზირების ცნება, მიზნები, ამოცანები და პრაქტიკული მნიშვნელობა. პროგნოზირების სახეები და ვადები.
დანაშაულობასთან ბრძოლის დაგეგმვის ცნება. მისი მიზნები და ამოცანები. კრიმინოგენული გეგმების სახეები.
თემა 10. არასრულწლოვანთა და ახალგაზრდების დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება.
არასრულწლოვანთა დანაშაულობა, მისი დონე, სტრუქტურა და დინამიკა. არასრულწლოვან დამნაშავეთა პიროვნების კრიმინოლოგიური დახასიათება. არასრულწლოვანთა დანაშაულობის მიზეზები და პირობები. იჯახის კრიმინოგენურობა, სასკოლო აღზრდის ნაკლოვანებები.
არასრულწლოვანთა დანაშაულობის თავიდან აცილების სპეციალური სახელმწიფო და საზოგადოებრივი ზომების სისტემა.
სასამართლოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა ორგანოების და არასრულწლოვანთა საქმეების კომისიების პროფილაქტიკური საქმიანობა.
ახალგაზრდობის დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათების თავისებურებანი, მისი მიზეზები და პირობები
კრიმინოლოგიური დახასიათება
ძალადობითი დანაშაულებისა და ხულიგნობის როგორც განსაკუთ-რებული ჯგუფის დანაშაულთა ზოგადი დახასიათება კრიმინოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით.
ძალადობბითი დანაშაულებისა და ხულიგნობის მდგომარეობა და დინამიკა. განზრახ მკვლელობების სხეულის მძიმე დაზიანებების კრიმინო-ლოგიური დახასიათება.
მკვლელობების, სხეულის მძიმე დაზიანებების, გაუპატიურებისა და ხულიგნობის ჩამდენ პირთა კრიმინოლოგიური დახასიათება.
ძალადობრივი დანაშაულობის მოტივაციის სისტემა, მიზეზები და პირობები კრიმინალურ გარემოში.
ძალადობითი დანაშაულობის თავიდან აცილება. ხულიგნობის თავიდან აცილება.
თემა 12. ეკონომიკური დანაშაულობის კრიმინოლოგიური
დახასიათება
ეკონომიკური დანაშაულობის ცნება. ძირითადი მაჩვენებლები. ზრდის ტენდენცია. მიზეზები და პირობები. ეკონომიკურ დანაშაულობათა საშიში სახეების - მექრთამეობა, დატაცება, ანგარებითი, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება - კრიმინოლოგიური დახასიათება.
ეკონომიკური დანაშაულობის თავიდან აცილება. ზოგადსიციალური პროფილაქტიკის ზომები.
თემა 13. ორგანიზებული დანაშაულობის კრიმინოლოგიური
დახასიათება
ორგანიზებული დანაშაულობის ცნება, ნიშნები. ორგანიზაციის დონეები და სტრუქტურა. კორუფცია, როგორც ორგანიზებული დანაშაულობის სტრუქტურული ელემენტი.
ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ორგანიზებული დანაშაულობის არსებობას და განვითარებას. ორგანიზებული დანაშაულობის თავიდან აცილება
თემა 14. პროფესიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური
დახასიათება
პროფესიული დანაშაულობის ცნება. პრობლემის რეტროსპექტრული ანალიზი. პროფესიული დამნაშავის პიროვნება. ძირითადი დანაშაულებრივი კლასიფიკაციები.
პროფესიული დანაშაულობის მიზეზები და პირობები. პროფესიული დანაშაულობის თავიდან აცილება.
თემა 15. რეციდივული დანაშაულობის კრიმინოლოგიური
დახასიათება
რეციდივული დანაშაულობის ცნება. რეციდივული დანაშაულობის სახეები. რეციდივული დანაშაულობის მდგომარეობა.
რეციდივული დანაშაულობის სტრუქტურა დანაშაულთა სახეების, ნასამართლობის რიცხვის, რეციდივის ინტენსიურობის მოხდილი სასჯელის ხასიათისა და ზომის მიხედვით.
სოციალური და სამართლებრივი ფაქტორები. დამნაშავე -- რეციდივისტის პიროვნება. რეციდივისტების კლასიფიკაცია (ტიპოლოგია). რეციდივული დანაშაულობის მიზეზები და პირობები. რეციდივული დანაშაულობის თავიდან აცილება.
თემა 16. გაუფრთხილებელ დანაშაულთა კრიმინოლოგიური
დახასიათება
დაუფრთხილებელ დანაშაულთა ცნება და ზოგადი კრიმინოლოგიური დახასიათება. გაუფრთხილებელ დანაშაულობის მდგომარეობა, სტრუქტურა და დინამიკა ლატენტურობის გათვალისწინებით. გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩამდენ პირთა კრიმინოლოგიური დახასიათება. გაუფრთხილებელ დანაშაულთა მოტივაცია, მიზეზები და პირობები.
გაუფრთხილებელ დანაშაულთა თავიდან აცილება. ავტოსატრანსპორტო დანაშაულობის მდგომარეობა, სტრუქტურა და დინამიკა. ძირითადი ცვლილებები ამ დანაშაულთა სტრუქტურაში.
ავტოსატრანსპორტო დანაშაულთა თავიდან აცილების ზოგად-სოციალური და სპეციალური ღონისძიებები.
თემა 17. დანაშაულობა, მისი გამომწვევი მიზეზები და თავიდან აცილების ღონისძიებები საზღვარგარეთის ქვეყნებში
დანაშაულობა განვითარებულ ქვეყნებში. ძირითადი ნიშნები, სტრუქ-ტურა და დინამიკა. დანაშაულობის მიზეზები და პირობები.
დანაშაულთა თავიდან აცილება. მონაწილეობა საერთაშორისო ანტი-კრიმინოგენულ თანამშრომლობაში.
სამეცნიერო სკოლები და თეორიები საზღვარგარეთის კრიმი-ნოლოგიაში.
სტუდენტის ცოდნის შეფასების ფორმები და კრიტერიუმები
სტუდენტის
ცოდნის
შეფასება
მოხდება
სალექციო
და
სემინარულ
მეცადინეობებზე
დასწრებისა
და
სემინარულ
მეცადინეობებზე
აქტიურობის
გათვალისწინებით,
გამოცდაზე
გამოვლენილი
ცოდნის
მიხედვით.
სტუდენტთა ცოდნა შეფასდება ქულებით შეფასების სისტემით, რომლის მაქსიმალური ოდენობაა 100 ქულა.
მათ შორის:
1. ლექციებზე სისტემატიური დასწრება 5 ქულა.
2. დებატებში აქტიური მონაწილეობა (სემინარებზე) - 15 ქულა.
3. საშინაო დავალება - 20 ქულა.
4. სემესტრში ორჯერ კოლოქვიუმი 20 ქულა
5. გამოცდის ჩაბარება- 40 ქულა.
სტუდენტები ვალდებულნი არიან სემესტრში ორჯერ შეასრულონ არგუმენტირებული ნარკვევი 2 გვერდის მოცულობით, ხელნაწერის ან ნაბეჭდი ფორმით (შრიფტი 12, ინტერვალი 1,5). შეუსრულებელი ერთი ნარკვევისთვის სტუდენტი ჯარიმდება 5, ხოლო ორი შეუსრულებელი ნარკვევისთვის - 10 ქულით.
გამოცდა ჩატარდება ზეპირი ფორმით
ბილეთში იქნება 4 საკითხი. თითო საკითხი შეფასდება ცალ-ცალკე (მაქსიმალური 10 ქულა)
სტუდენტი, რომელიც სემესტრიანი მუშაობით ვერ დააგროვებს 11 ქულას, საბოლოო გამოცდაზე არ დაიშვება (სტუდენტს აქვს უფლება გააკეთოს აღდგენები).
ხოლო თუ საერთოდ ვერ მიიღებს სემესტრულ მუშაობაში შეფასებას, სტუდენტი ვალდებულია შესასწავლი კურსი გაიმეოროს განმეორებით.
საბოლოოდ, სემესტრული მუშაობის და გამოცდის შედეგების დაჯამებით რანჟირება ხდება შემდეგნაირად:
Eჩთშ- ის შეფასება წარმატებულ
სტუდენტთა
შესაბამისი
ქულები კომენტარი
A 91-დან 100-მდე შესანიშნავი
B 81-დან 90-მდე ძალიან კარგი
ჩ 71-დან 80-მდე კარგი
D 61-დან 70-მდე სავსებით დამაკმაყოფილებელი
E 51-დან 60-მდე დამაკმაყოფილებელი ან საკმარისი
FX 11-დან 50-მდე არადამაკმაყოფილებელი (შეიძლება გადააბაროს)
F 10-ზე ნაკლები სუსტი (ჩაიჭრა - კურსის განმეორებაა საჭირო)
ლიტერატურა:
1. ფაფიაშვილი შ. `კრიმინალისტიკა" 2001
2. ფაფიაშვილი შ. `კრიმინალისტიკა" ტIII. 2006
3. ფაფიაშვილი შ. `დაქტილოსკოპია"
4. ფაფიაშვილი შ, ინაიშვილი თ. `შემთხვევის ადგილის დათვალიერება" 2002
5. კრიმინოლოგია. ზ. წულაია. თბ. 2004.
6. პერიოდიკა
(საკანონმდებლო
მაცნე")